Saturday, March 12, 2011

1.პროექტის სახელწოდება:დაკარგული საქართველოს ისტორიული კუთხეები და მასზე დღემდე არ გამქრალი კვალი.
2.როექტის მთავარი იდეა:მოსწავლეები გაეცნონ საქართველოს ისტორიულ კუთხეებს,რომლებიც,დღეს საქართველოს საზღვრებს გარეთაა დარჩენილი(ჰერეთი -საიგილო,ისტორიული-მესხეთი:ტაო-კლარჯეთი,კოლა,არტაანი,შავშეთი.ლიზეთი ) და ამ ტერიტორიაზე შემონახულ ქართულ კულტურის მრგალიტებს:ოშკი,ხახული,ხანხთაი,იშხანი და ქურმუხის წმ.გიორგის ეკლესია ა.შ.
3.პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები უნდა უნდა იცნობდნენ საქართველის ტერიტორიის ფორმირებას დროში და მის გამომწვევ მიზებს,დაკარგული კუთხეების ისტორიასა და გეოგრაფიულ მდებარეობას.გაეცნონ იმ კულტურულ-ისტორიული ძეგლების,რომლებიც შემორჩენილია ამ ტერიტორიაზე და საჭიროებენ შველას და რესტავრაციას.
  ეს საკითხი აქტუალურია დღესაც,რადგანაც დღესაც გვაქვს კომფლიქტური ტერიტორიები,როგორიცაა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი,ყველას უნდა ახსოვდეს,რომ ეს ტერიტორიები არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი.
4.პროექტის მიზანი:მოიძიონ მასალა სხვადასხვა საშვალებებით ამ კუთხეების შესახებ. ძეგლების მშენებლობისა და დაარსების  შესახებ.გაეცნონ მტერთა(ოსმალეთისა და ირანის) ინტერეს ამ კუთხეების მიმართ.
5.მოსწავლეთა ასაკი:14-15წწ
6.ვადა/ხანგძლივობა:1 თვე
7.მოსალოდნელი შედებები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:გამოუმუშავდებათ დადამოუკიდებლად კვლევის უნარი,ცოდნის გასაღრმავებლად გამოიყენებენ სხვადასხვა საშვუალებებს,დაკავშირებენ ერთმანეთთან ისტორიულ ფაქტებს და მოვლენებს დროსთან შესაბამისობაში,განსაზღვრავენ გეოგრაფიულ მდებარეობას.მოაწყობენ პრეზენტაციას,დისკურსიას,ფოტო გამოფენას.
  მოსწავლეები იაზრებენ ქვეყნის ტრადიციების,ინტერესებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარ პასუხისმგებლობას.იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს,მოიპოვებს,ამუშავებს და აანალიზებს ინფორმაციას.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:რუკა,წიგნი,რვეული,ფერადი ფანქრები,პლაკატები,ჟურნალ-გაზეთები,ინტერნეტი.
9.პროექტის მსვლელება(ძირითადი აქტივობა):მისწავლეთა რეგისტრაცია,პროექტის თემის გარშემო გეგმის შემუშავება,ჯგუფში მოვალებების განაწილება:მასწავლებლის მითითებით მისწავლეთა ერთი ჯგუფი მოპოვებს იფორმაციას საქართველოს ისტორიული კუთხების შესახებ:ჰერეთი, რომელიც საქართველოს  აღმოსავლე;ი; მდებარეობდა 400 წლის წინ ირანის შაჰმა მისი ნსწილი ენისელი ჩამოაჭრა,100წლის შემდეგ ოსმალთა სულთანმა დანარჩენი ნაწილი ლეკებს უბოძა.ქართველები მრავალგზის მცდელობის მიუხედავად ვერ მოხერხდა ამ მიწების უკან დაბრუბება,ადგილობრივ მოსახლეობამ ნებით თუ ძალით შეიცვალეს სარწმუნეობა.ამ კუთხეს ინგილო-"ახალმოციქული" უწოდეს.აქ მდებარეობს ქურმუხის წმ.გიორგის ეკლესია,რომელიც მეტ-ნაკლებლად ამ საუკუნის დასაწყისამდე ფუნქციონერებდა,მაგრამ აზერბაიჯანის მთავრობამ აკრძალა ამ ტაძარში ქრისტიალი მღვდელ-მსახურება.
  მეორე ჯგუფი მოიძიებს მასალებს ლაზეთის მდებარეობისა და ისტორიული წარსულის შესახებ,რომ ისინი განთქმული იყვნენ ზღვაოსნობით,სიმამაცით.ეს კუთხე საქ-ოს სამხ-დას-ით მდებარეობდა,რომელიც ჯერ რომის,მერე ბიზანტიის,ბოლოს თურქეთის შემადგენლობაში მოიქცა მოსახლეობის უმეტესობამ შემოინახა ხსოვნა ძვ.სამშობლოზე და შეინარჩუნა ქართული ენის ცოდნა.ამჟამად საქ-ში ლაზები სოფ.სარფში ცხოვრობენ.
   მესამე ჯგუფი მოიძიებს მასალებს მესხეთის შესახებ,რომელიც წარსულში ხალხმრავალი და აყვავებული მხარე იყო,რომელიც მოიცავდა:სამცხეს,ჯავახეთს,შავშეთს,კლარჯეთს,კოლა-არტაანს,აჭარას.ამაზე მეტყველებს ის კულტურულ-ისტორიული ძეგლები,რომლებიც აქ მრავლადაა შემორჩენილი:ოშკი,ზარზმა,ხახული.ხანძთაიშხანი...მდებარეობის გამო მესხსთი პირველი იღებდა სამხრეთიდან შემოსეულ მტერთა დარტყმას.400წლის წინ ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიპყრო ოსმალთა იპერიამ და აქ გაავრცელა ისლამი.
შემდეგ ეწყობა პრეზენტაცია,დისკუსია,ფოტო გამოფენა.
ბოლოს კი პროექტის შემაჯამებელი შეფასება
10.საგანთა/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია-გაეცნონ საქართველოს ისტორიულ წარსულს.
 გეოგრაფია-განსაზღვრონ კუთხეებისა და ძეგლების მდებარეობა და ბუნება.
  რელიგია:ძეგლები-როგორც მართმადიდებულური ქრისტიანობის კერები.
 ისტორიულ ან გეოგრაფიულ ინფორმაციას წარმოადგენს სხვადასხვა საშვალებით.
ფოტოსურათის ან რუკის გამოყენებით აღწერს სხვადასხვა ტერიტორიისათვის დამახასიათებელ ბუნებას.
   ისტ-ის გამოყენებით მოიძიებენ პროექტისათვის საჭირო მასალებს.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):ელენა ჭკუასელი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:ECHKUASELI1010@GMAIL.COM
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი.ECHKUASELI.BLOGSPOT.COM